თბილისს ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის წევრები სტუმრობენ. 25-კაციანი დელეგაციის ვიზიტის მიზანს წინასაარჩევნო პროცესის, არჩევნებისა და მის შემდგომ პერიოდზე დაკვირვება წარმოადგენს.
დელეგაციის წევრებს დაგეგმილი აქვთ შეხვედრები მთავრობის, ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებთან.
ქვეყანაში წინასაარჩევნოდ არსებული მდგომარეობის შეფასების მიზნით ევროსაბჭოს წარმომადგენლები რუსთავშიც ჩავლენ.
ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის
დელეგაცია ადგილობრივი არჩევნების დაკვირვების შედეგებს 31 მაისს წარმოადგენს.