საგარეო საქმეთა მინისგრის მოადგილის ნინო კალანდაძის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი კვლავ ოკუპირებულია, საქართველო დამოუკიდებელ ქვეყანად მაინც დარჩება.
"ჩვენთვის 26 მაისს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენს წინაშე მრავალი სირთულეა და ჩვენი ქვეყანა სხვა სახელმწიფოს მიერ არის ოკუპირებული, თუმცა ჩვენ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ყოველთვის დავრჩებით", - აღნიშნა კალანადაძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართული სამხედრო აღლუმის დასრულების შემდეგ განუცხადა.