პარალმენტის ვიცე-სპიკერის გიგი წერეთლის განცხადებით, 26 მაისი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის კიდევ ბევრი უნდა ვიბრძოლოთ და ვიშრომოთ. ამის შესახებ ჟურნალისტებს წერეთელმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართული სამხედრო აღლუმის დასრულების შემდეგ განუცხადა.
"ეს არის დღეს, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოუტანა. მიუხედავად იმ სირთულეებისა, რაც ქვეყნის წინაშეა საქართველო მაინც ვითარდება და წინ მიიწევს. ჩვენთვის მთავარია იყოს სტაბილურობა, მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა. საქართველო აუცილებლად იქნება თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა", _ განაცხადა წერეთელმა.