სომხეთი რუსეთის ფედერაციაში საქართველოსა და ბელორუსის მოქალაქეების ინტერესებს დაიცავს. სომხეთმა აიღო ვალდებულება, საქართველოსა და ბელორუსის მოქალაქეებს საკონსულო პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო "რეგნუმი" ავრცელებს.
ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი მარტინოვმა ერევანში ვიზიტისას სომეხ კოლეგას, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ედვარდ ნალბანდიანს მეგობრული დამოკიდებულებისთვის მადლობა გადაუხადა.