დღეს, 1 ნოემბერს, საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირი თელავში, ლაგოდეხსა და სიღნაღში აქციას გამართავს
როგორც ~ჯი-ეიჩ-ენს~ საქართველოსPპროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს,
აქციის ფარგლებში პროფესიული კავშირის წარმოამდგენლები, საგანგებო სიტუაციების მართვის და სახანძრო დაცვის სამსახურების თანამშრომლებს, მეხანძრეთა ტექნიკური უსაფრთხოების საშუალებებს გადასცემენ.
პროფესიულმა კავშირმა მეხანძრეთა უსაფრთხოების საშუალებები და ძვირადღირებული აღჭურვილობა, მათ შორის ამერიკული წარმოების ცეცხლმდეგი და წყაგაუმტარი სპეცტანსაცმელი, საძილე ტომრები და გასაბერი ლეიბები ჰუმანიტარული დახმარების პროგრამა "ქაუნთერ ფართისგან", უერთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში მიიღო.