უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ჩავიდა, სადაც ფრანგ კოლეგასთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრას გამართავს.
ორი ლიდერის შეხვედრა ელისეს სასახლეში გაიმართება.
„ორი ლიდერი განიხილავს არსებულ ვითარებას, საფრანგეთისა და ევროპის პარტნიორების მხარდაჭერას უკრაინის მიმართ და რუსეთზე ზეწოლის გაზრდის გზებს, კერძოდ, მისი „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ბრძოლას“, - განაცხადეს ელისეის სასახლეში.
მხარეები ასევე განიხილავენ „სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის პირობებს“ და შეაჯამებენ „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.