ვულოცავ "ჯი-ეი-ენს" იუბილეს და ვუსურვებ შემდგომ წარმატებებს.
ამ საინფორმაციო სააგენტომ წარმატებით შეძლო თავის დამკვიდრება ძალზედ ამბიციურ, კონკურენტულ გარემოში, სადაც უმთავრესი ნდობა და მკითხველთა ერთგულებაა.
სააგენტო ასევე გამორჩეულია თავისი საერთაშორისო კავშირებით, თემატური კონფერენციების ორგანიზებით, არის ავტორიტეტული უცხოური ორგანიზაციების წევრი, რაც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ურთულეს საინფორმაციო ომში, რომელშიც ჩვენი ქვეყანა მუდმივად იმყოფება ბოლო წლების განმავლობაში.
კომპანია, და მით უფრო, საინფორმაციო სააგენტო ვერ შედგება სტაბილურ ბიზნესად, რომ არა პროფესიონალ მმართველთა და რეპორტიორთა გუნდი, რომელსაც კიდევ ერთხელ ვულოცავ 5 წლის იუბილეს და ვუსურვებ ფინანსურ და შემოქმედებით წარმატებებს.
გიორგი ისაკაძე,
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი