დღეს, 25 მაისს, პოლიტიკური გაერთიანება „სახალხო დემოკრატები" თბილისის მეტროპოლიტენის ქსელში აქციაც-მსვლელობას მოაწყობენ. აქცია სახელწოდებით „თუ არ გვინდა ისევ „ხუთი" - შემოვხაზოთ 25" სიმბოლურია და სპეციალურად 25 რიცხვში ტარდება და "ივანიშვილი - სახალხო დემოკრატების" საარჩევნო ნომრის პოპულარიზაციას ემსახურება.
"სახალხო დემოკრატების" ლიდერები აქციას მეტრო „ახმეტელიდან დაიწყებენ და გაჩერებას მეტროს ყველა სადგურში გააკეთებენ, სადაც მეტროპოლიტენის მგავრებს სააგიტაციო მასალებს დაურიგებენ. ამასთან მეტროსადგურ "რუსთაველიდან" სადგურ „თავისუფლების მოედნამდე" მოეწყობა მსვლელობა.