ავსტრიის რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა ელჩმა საქართველოში მიხაელ პოსტლიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.
ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გაიმართა შეხვედრა, რომელზედაც მხარეებმა საქართველო-ავსტრიის ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს.
მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ელჩს ავსტრიის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისათვის და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
თავის მხრივ, ავსტრიელმა დიპლომატმა მზადყოფნა გამოხატა ხელი შეუწყოს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.