თბილისის მერობის კანდიდატის "მრეწველების" საარჩევნო სიიდან - გოგი თოფაძის განცხადებით, საქართველოს 8 მილიარდი ლარი საგარეო ვალი აქვს, რაც ნიშნავს, იმას რომ ყოველი ახლად დაბადებული ბავშვი 21 500 ლარის საგარეო ვალს იკიდებს. ამის შესახებ თოფაძემ დღეს, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
"საქართველო უფსკრულის წინ იმყოფება და თუ ჩვენი ამჟამინდელი ხელისუფლება მოღვაწეობას გააგრძელებს, გადავიჩეხებით იმ უფსკრულში, საიდანაც ვეღარასოდეს ამოვალთ. ამის მაგალითად, საქართველოს 8 მილიარდი ლარი საგარეო ვალი აქვს, რაც ნიშნავს, იმას რომ ყოველი ახლად დაბადებული ქართველი ბავშვი 21 500 ლარის სგარეო ვალს იკიდებს. ამ ვალის გაცემა 2013 წლიდან დაიწყება", - განაცხადა თოფაძემ.