"კონსერვატორების" ინფორმაციით, საქართველოს ძალოვანი უწყებები არჩევნებამდე 6 დღით ადრე ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებას დაიწყებენ. აღნიშნული ინფორმაცია კახა კუკავამ დღეს საერთაშორისო დამკვირვებლებს მიაწოდა.
კუკავა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სთხოვს, კომპრომატების ომი არ დაუშვას.
"ოპოზიციისთვის მიცემული თითოეული ხმა დაცული უნდა იქნეს, არა აქვს მნიშვნელობა, "ეროვნული საბჭოსთვის" იქნება ეს ხმა მიცემული თუ სხვისთვის. ჩვენ ამისთვისთვის საერთაშორისო დამკვირვებლების მხარდაჭერას ვითხოვთ", - განაცხადა კუკავამ.