"ალიანსის საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის აზრით, ქუჩის აქციებით პოლიტპატიმრების გათავისუფლება შეუძლებელია.
"ეკა ბესელიას მოძრაობას სოლიდარობას ვუცხადებ და მან ეს კარგად იცის, თუმცა აქციებით პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება შეუძლებელია. ეს ვერც 2 ნოემბრის აქციების დროს მოვახერხეთ, როდესაც ქუჩაში 100 000 ადამიანი იყო გამოსული და ვერც სხვა დროს", - განაცხადა ხიდაშელმა დღეს, "პრაიმ-თაიმის" პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
მისივე განმარტებით, პოლიტპატიმრების თემა "ალიანსისთვისაც" სასიცოხლოდ მნიშვნელობანია, თუმცა მაშინ, როდესაც არჩევნებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი, სხვა პროცესებზე გადართვა მიზანშეუწონლად მიაჩნია.
"ამ საკითხს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გადავწყვეტთ", - განმარტა მან.