ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის დელეგაციის წარმომადგენლები წინასაარჩევნო ვითარების გასაცნობად მთავრობის, ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენლობიდან აცნობეს, 27 და 28 მაისს დელეგაცია მთავრობისა და საარჩევნო ორგანოთა წარმომადგენლებს შეხვდება, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძესა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს დავით ტყეშელაშვილს. ასევე იგეგმება შეხვედრები მედიისა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებთან.
ასევე შედგება აზრთა ურთიერთგაცვლა ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიუროს (OSCE/ODIHR) დელეგაციის წევრებთან.
დელეგაციას კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი გუნტერ კრუგი (გერმანია, სოციალისტთა ჯგუფი SOC) უხელმძღვანელებს, რომელიც მოიცავს ასევე ევროკავშირის რეგიონთა კომიტეტის ოთხ წევრს, რაც წარმოადგენს ორ ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ნაწილს.
ქვეყანაში წინასაარჩევნოდ არსებული მდგომარეობის შეფასების მიზნით მაისს წევრები თბილისს და რუსთავი ეწვევიან. აღნიშნულთან დაკავშირებით, კონგრესის წევრები შეხვდნენ საარჩევნო ორგანოთა, მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებს, ისევე როგორც მმართველი და ოპოზიციური პარტიების კანდიდატებს თბილისის მერის პოსტზე.
დელეგაცია დაკვირვების შედეგებს კი 31 მაისს, 11:00 სთ-ზე სასტუმრო ამბასადორში პრესკონფერენციაზე წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს თბილისს ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის დელეგაცია ეწვევა.