"საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული ავიარეისების აღდგენა დიპლომატიური ურთიერთობის დარეგულირებამდე არ მოხდება", - ამის შესახებ საგრეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინი კალანდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერეციაზე განაცხადა.
"რეგულარული რეისების აღდგენა მხოლოდ სახელმწიფო ნებართვით არის შესაძლებელი. ამის გათვალისწინებით, სანამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვეტილია შესაბამისად რეგულარული რეისების აღდგენაც შეუძლებელია", - განაცხადა კალანდაძემ და აქვე დასძინა, რომ ჩარტერულ რეისების შესრულება ორ კერძო კომპანიის კომპეტენციაში შედის და ამაში სახელმწიფო არ ერევა.
შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია "აირზენა" რუსეთ-საქართველოს შორის ჩარტერულ რეისების შესრულებას დღეიდან იწყებს. ჩარტერული რეისების შესრულებაზე ნებართვა "აირზენამ" რუსეთის საავიაციო ხელისუფლებიდან 17 მაისს მიიღო. ნებართვაში დაფიქსირებულია, რომ ფრენები 24 მაისიდან 1 ივლისის ჩათვლით უნდა შესრულდეს.