ხვალ, 25 მაისს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგრეო საქმეთა მინისტრი აჰმედ აბულ გეითი ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროდან აცნობეს, აჰმედ აბულ გეითი ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძის შეხვდება.
შეხვედრის შემდეგ კი ორი ქვეყნის საგრეო უწყების ხელმძღვანელები ეკონომიკისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას გაფორმებენ, რის შემდეგაც მინისტრები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგრეო საქმეთა მინისტრი თბილისში ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძესაც შევხდება, ხოლო დღის ბოლოს, 18:15 საათზე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და აჰმედ აბულ გეითის შეხვედრა გაიმართება.