"ლათინო ამერიკულ ქვეყნების მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საფრთხე არ არ არსებობს", - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განუცხადა.
კალანდაძის შეფასებით, იმ ქვეყნებში, რომლებმაც სეპარატისტული რეგიონები აღიარეს აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საელჩოების გახსნა მოსალოდნელი იყო, თუმცა ამას საერთაშორისო კუთხით განსაკუთრებული დატვირთვა არ აქვს.
"აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოს განუყოფელ ნაწილებად არის აღიარებული და სეპარატისტული რეჟიმების მხარდამჭერ ქვეყნებში მათი ე.წ. საელჩოების გახსნა ამ რეალობას ვერ შეცვლის. შემიძლია გითხრათ, რომ სხვა ლათინო ამერიკულ ქვეყნების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების საფრთხე არ არსებს", - განაცხადა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგრო საქმეთა მინისტრის მაქსიმ ღვინჯიას განცხადებით, უახლოეს მომავალში ვენესუელასა და ნიკარაგუში აფხაზეთის ე.წ. საელჩოების გახსნა იგეგმება.
ამასთან, ღვინჯიას მტკიცებით, "დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის შესახებ მალე ჩილეშიც გაიგეთ".