"ირანთან უვიზო რეჟიმის შემოღება საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებზე უარყოფითად არ აისახება", - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საგრეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განუცხადა.
კალანდაძის განმარტებით, აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და აღნიშულთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები ამერიკულ მხარესთან მიმდინარეობს, მათ შორის ირანთან თანამშრომლობის საკითხზე.
"ირანთან უვიზო რეჟიმის დამყარება ჩვენს ნაციონალურ ინტერებს არ ეწინააღმდეგება, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას არც გავაკეთებდით,. რაც შეეხება საქართველო-ამერიკის ურთიერთობის გართულებას ამ კუთხით საფრთხე ნამდვილად არ გავემუქრება. აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და მასთან მეგობრულ თანამშრომლობას განვაგრძობთ, ასევე აქტიურად განვიხილავთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის ირანთან თანამშრომლობის", - აღნიშნა კალანდაძემ.
მისივე შეფასებით, საქართველოს და ირანს შორის უვიზო მიმოსვლის დამყრება ეკონომიკური კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.