ნიკო ფიროსმანის უნიკალური ნამუშავერი, შესაძლოა, საქართველოდან გავიდეს. ფიროსმანის 1882-85 წლებში შესრულებული ნახატი ვენაში იყიდება. საწყისი ფასი 500 ათასი ევროა. აბრა „რძის პროდუქტების გამყიდველი“ ეკიდა იმ მაღაზიაზე, სადაც ვაჭრობდა ნიკო ფიროსმანიშვილი“, - ასეა მითითებული საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში, რომელიც თან ერთვის ნამუშევარს. დოკუმენტი ქართულ ენაზეა შედგენილი. ნახატის მფლობელის ვინაობა მითითებული არ არის.
დოკუმენტის მიხედვით, ნამუშევრის ზომაა 143X61 სმ. მასალა - თუნუქი, ზეთი.
”ჯი-ეიჩ-ენი” დაუკავშირდა საკონტაქტო ინფორმაციაში მითთებულ პირს, რომელმაც განუცხადა, რომ ნახატის მეპატრონე საქართველოს მოქალაქეა, ცხოვრობს თბილისში, ხოლო ნამუშევარი საქართველოში ერთ-ერთი ბანკის საცავში ინახება.
”ეს ფიროსმანია. ნახატს აქვს საქართველოს კულტურის სამინისტროს შესაბამისი დოკუმენტი. ნამუშევარი, ამჟამად საქართველოში ერთ-ერთი ბანკის საცვაში ინახება. მეპატრონის ვინაობას ვერ გეტყვით. ამ დღეებში მექნება Dorotheum-ის აუქციონის სახლის პასუხი და, შესაძლოა, ნახატი აუქციონის მეშვეობით გავყიდოთ. პასუხამდე კი მას ჩემი საიტის მეშვეობით ვთავაზობ პოტენციურ კლიენტებს”, - განუცხადა ”ჯი-ეიჩ-ენს” აგენტმა.
„ჯი-ეიჩ-ენმა“ გაარკვია, რომ კანონდებლობის მიხედვით, არსებობს პროცედურა, რომლის მიხედვით, ნებისმიერი ექსპონატის ქვეყნიდან გატანის შემთხვევაში, მფლობელი ვალდებულია, მიმართოს შესაბამის კომისიას. ისეთ შემთხვევაში კი როდესაც ექსპონატს კულტურულილ მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, კომისია და უშუალოდ, კულტურის მინისტრი, წყვეტს შეიძინოს კანონიერი მფლობელიდან ნახატი სახელმწიფოსთვის თუ - დართოს ქვეყნიდან გატანისა და გაყიდვის უფლება.
რას გადაწყვეტს კულტურის მინისტრი - გავა თუ არა ქვეყნიდან ფიროსმანის „რძის პროდუქტების გამყიდველი“, ამ შეკითხვით „ჯი-ეიჩ-ენმა“ კულტურის სამინისტროს მიმართა, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.
ნამუშევარს ახლავს დოკუმენტი, რომელშიც წერია: „მასალა (თუნუქი) საკმაოდ ძველია, დაფარულია საღებავით, აბრის ზედა ნაწილზე ცისფერი, ხოლო ქვედა ნაწილზე შავი ფერის საღებავია გამოყენებული. მასზე არის გამოსახული მამაკაცი - შავ პერანგში თეთრი წინსაფრით. მარცხენა ხელში უჭირავს მაწვნის წითელი ქილა. მარჯვენა ხელი კი ოდნავ მოხრილია. წიუნსაფარი არა თეთრი, არამედ რძისფერია. თბილ და დამაშვიდენბელ ტონალობებში შესრულებული გრძელი წინსაფარი მთლიანად უფარავს შარვალს და ჩექმების ზედა ნაწილს”.