ან ხალხის მხარეს ხარ და მოდიხარ 4 ოქტომბერს რუსთაველზე, ან ემსახურები ბოროტ რეჟიმს და რჩები სახლში - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე აცხადებს.
"დღეს არჩევანი მარტივია, ან ხალხის მხარეს ხარ და მოდიხარ 4 ოქტომბერს რუსთაველზე, ან ემსახურები ბოროტ რეჟიმს და რჩები სახლში.
მესამე გზა არ არსებობს, არსებობს მხოლოდ საქართველო, ჩვენი თავისუფლება და ღირსება.
სამწუხაროდ, ყოველ დღე ვხედავთ როგორ მიაქანებს ივანიშვილი და მისი მცირე დაჯგუფება ქვეყანას უფსკრულში და ქაოსში.
საუბრის დრო აღარ გვაქვს, სხვა პოლიტიკა და სხვა საქმე არ ვიცი. ახლა მოქმედების დროა!
ამიტომ 4 ოქტომბერს, რუსთაველზე ერთად მოვუწყოთ რეჟიმს განკითხვის დღე!
ჩვენ მეტნი ვართ!
საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს!",- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.