ჩვენს გვერდით არიან მაგარი, ვაჟკაცი, პატრიოტი ბიჭები და ყველა ერთად აუცილებლად მშვიდობიანად დავამარცხებთ რუს ოლიგარქ ივანიშვილს, ამიტომ 4 ოქტომბერს ყველანი ერთად უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ ისაუბრა ემიგრაციაში მყოფი ვეტერანი სამხედროების მოწოდებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, 4 ოქტომბერი იქნება ქართველი ხალხის გამარჯვების დღე.
„განსაკუთრებით ამაღელვებელი და ემოციური იყო იმ ადამიანებისგან სოლიდარობის და მხარდაჭერის მოსმენა, ვინც თავისი სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე ყოველთვის მზად იყო, რომ საქართველოსთვის ნასროლი ტყვიისთვის საკუთარი მკერდი შეეშვირათ. უნდა იცოდეს ჩვენმა მოქალაქეებმა, ვინც 4 ოქტომბერს იქნებიან რუსთაველზე, ჩვენ ვიქნებით ასობით ათასი, ჩვენ ვართ ბევრი, ჩვენს გვერდით არიან ასეთი მაგარი, ვაჟკაცი, პატრიოტი ბიჭები და ჩვენ ყველა ერთად აუცილებლად მშვიდობიანად დავამარცხებთ რუს ოლიგარქ ივანიშვილს, ამიტომ 4 ოქტომბერს ყველანი ერთად უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი. 4 ოქტომბერი იქნება ქართველი ხალხის გამარჯვების დღე ამ მაგარ პატრიოტ ბიჭებთან“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ემიგრაციაში მყოფი ვეტერანებმა საქართველოს ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებს მიმართეს მოწოდებით, შეასრულონ ფიცი, ემსახურონ საქართველოს და არა ხელისუფლებას.