ირანის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჯადის საქართველოში ვიზიტის დეტალები ირანის საგრეო უწყების ხელმძღვანელის თბილისში ვიზიტის დროს შეთანხმდება, რომელიც სავარაუდოდ აგვიტოში გაიმართება.
ამის შესახებ დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"საქართველოში ირანის პრეზიდენტის ვიზიტის თარიღზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ სავარაუდოდ აგვიტოში ირანის საგრო საქმეთა მინისტრის მანუჩერ მოტაკის თბილისში ვიზიტი იგეგმება, სადაც პრეზიდენტის ვიზიტის დეტალების შეთანხმებაზეც იქნება საუბარი", - განაცხადა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ ირანის საგრეო საქმეთა მინისტრის მოადგილის საქართველოში ვიზიტის დროს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მაჰმუდ აჰმადინეჯადი საქართველოში დაპატიჟა.