პარტია "მრეწველების" ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი გოგი თოფაძე საბურთალოს რაიონის მოსახლეობას შეხვდა.
თოფაძემ აღნიშნულ ოლქში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდად გია ნუცუბიძესთან ერთად რაიონის მცხოვრებლების პრობლემები მოისმინა, შემდეგ კი მათ საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო.
სხვა რაიონების მაცხოვრებლების მსგავსად, საბურთალოელებსაც ყველა მეტად უმუშევრობის პრობლემა აწუხებთ. მერობის კანდიდატმა გამარჯვების შემთხვევაში მათ არა მხოლოდ დასაქმების, არამედ ყველა სოციალური პრობლემის მოგვარებისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პირობაც მისცა.
"საბურთალოს რაიონის მოსახლეობას გავაცანით ჩვენი პროგრამა, ჩვენი მომავალი გეგმები, რომელიც აუცილებლად განხორციელდება, როცა ქალაქის ხელისუფლებაში მოვალთ", - განუცხადა თოფაძემ ჟურნალისტებს.