ცაგერისა და ლენტეხის რაიონებს შორის გადაადგილება მალე ახალი გზით იქნება შესაძლებელი.
20-კილომეტრიან მონაკვეთზე ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს - იგება ასფალტ-ბეტონის საფარი. დაგეგმილია ხელოვნური ნაგებობების, სანიაღვრე სისტემისა და საგზაო ნიშნების მოწყობა.
აღნიშნული გზის რეაბილიტაციას მსოფლიო ბანკი აფინანსებს, რისთვისაც მან 12 მლნ ლარამდე გამოყო.
აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ტყეშელაშვილმა და საგზაო დეპარტამენტის უფროსმა რამაზ ნიკოლეიშვილმა დაათვალიერა.