პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. მისივე თქმით, ზელენსკის შესთავაზა, რომ დონალდ ტრმაპთან "მშვიდი და კონსტრუქციული თანამშრომლობის" კურსი გააგრძელოს.
დუდას თქმით, უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევა აშშ-ოს ჩართულობის გარეშე შეუძლებელია.
ამის შესახებ დუდამ დაწერა.
"რამდენიმე წუთის წინ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ დამირეკა. გენერალ კელოგთან ბოლოდროინდელი შეხვედრისა და სხვა განვითარებების ფონზე გულწრფელი საუბარი გვქონდა. მას გადავეცი, რომ თანმიმდევრულად გვწამს, რომ აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე უკრაინაში სისხლისღვრის შეწყვეტისა და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევის გზა არ არსებობს.
ამ მიზეზით, პრეზიდენტ ზელენსკის შევთავაზე, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მშვიდი და კონსტრუქციული თანამშრომლობის კურსის ერთგული დარჩეს. მჯერა, რომ კეთილი ნება და პატიოსნება აშშ-ს მოლაპარაკების სტრატეგიის საფუძველს წარმოადგენს. ეჭვი არ მეპარება, რომ პრეზიდენტ ტრამპს გლობალური სტაბილურობისადმი და მშვიდობისადმი პასუხისმგებლობის ღრმა გრძნობა ამოძრავებს". - წერს დუდა X-ზე.