ამერიკელმა საკულტო მწერალმა სტივენ კინგმა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპსა და აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ილონ მასკს მოღალატეები უწოდა, რომლებიც ეთაყვანებიან რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს. ამის შესახებ მან X-ზე დაწერა.
2024 წლის ნოემბერში მწერალმა განაცხადა, რომ ტოვებდა სოციალურ ქსელ X-ს, რადგან ის ძალიან ტოქსიკური გახდა.
2025 წლის 20 თებერვლის საღამოს გამოჩნდა მისი ახალი შეტყობინება: "მე დავბრუნდი. მოგენატრეთ?" მისმა პოსტმა 110 ათასი მოწონება მოაგროვა.
ამის შემდეგ მაშინვე გაჩნდა კიდევ ერთი ტვიტი:
"უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ტრამპი არის მოღალატე, პუტინის მოყვარული და ნაბიჭვარი! და ეს ორმაგად ეხება ილონსაც." ამ პოსტს უკვე 180 ათასზე მეტი მოწონება აქვს.
