დღეს, 23 მაისს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციის ვადა იწურება.
საერთაშორისო ორგანიზაციებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სპეციალური განცხადებით, შესაბამისად, 18:00 საათამდე უნდა მიმართონ.
ჯერჯერობით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 9 საერთაშორისო ორგანიზაციაა რეგისტრირებული.
უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას თვითმმართველობის არჩევნებისათვის რეგისტრაციას საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესიც თხოვს.
კონგრეასის პრეზიდენტმა ალექსანდრე ებრალიძემ შესაბამისი წერილით ცესკოს თავმჯდომარეს უკვე მიმართა.