ირანი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭრს. ამის შესახებ თბილისში მყოფმა ირანის ისლამური რესპუბილიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოადგილეთა საბჭოს წევრმა, პრესსპიკერმა რამინ მეჰმანფარათსმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავება ირანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ საქმეში მედიას მთავარი როლი ეკისრება.
"უახლოეს მომავალში, ირანში ეროთობლივი ეკონომიკური სხდომის გამართვა იგეგმება, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავებას ხელს შეუწყობს", - განაცხადა რამინ მეჰმანფარასთმა.
მისი თქმით, მალე საქართველოსა და ირანს შორის სავიზო რეჟიმი გაუქმდება და თეირანის მიმართულებით ავიარეისები დაინიშნება.
როგორც რამინ მეჰმანფარასთმა აღნიშნა, საქართველო კავკასიის რეგიონში მნიშვნელოვანი სახელმწიფოა და ირანი მზადაა მის განვითარებას საკუთარი რესურსები და პოტენციალი მოახმაროს.
რამინ მეჰმანფარასთი ირანული მედიის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში 19 მაისიდან იმყოფება. დღეს იგი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ ირანისა და საქართველოს საგარეო უწყებებს შორის მედიის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე უეღიერთგაგების მემორანდუმიც გაფორმდა.