"ნაციონალური მოძრაობის" ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვახტანგ ნაცვლიშვილი დღეს ვაკის რაიონის მოსახლეობას შეხვდა.
მან შეხვედრაზე წინასაარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მოსახლეობასა და საკრებულოს შორის ერთგვარი ხიდის როლის შესრულებას ეცდება. ნაცვლიშვილმა უპირევლეს პრიორიტეტად დასაქმება დაასახელა.
დღეს ზემო ვეძისი მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა სინაურიძემაც.
იგი გამარჯვების შემთხვევაში, მოსახლეობას ხელმისაწვდომი და ხარსიხიანი ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბებას დაჰპირდა.