საქართველო და ირანი სამ თვეში სავიზო რეჟიმს გააუქმებენ. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ რამინ მეჰმან ფარასტმა განაცხადა.
"მოლაპარაკებები საქართველოსა და ირანს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ უკვე დაწყებულია და ეს პროცესი სავარუდოდ, სამ თვეში დასრულდება, რაც ნიშნავს რომ ირანსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმი იმოქმედებს", - განაცხადა მან.
სავიზო რეჟიმის გაქუმებასთან დაკავშირებით, ხელშეკრულებას უახლოეს პერიოდში თბილისში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მანუჩერ მოტაკის ვიზიტის დროს მოეწერება ხელი.
საქართველოში ირანის ელჩის მაჯიდ სამადზადეს საბირის განცხადებით, ამჟამად საქართველოსა და ირანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბათუმში ირანის საკუნსულოს გახნის შესახებ.