პარლამენტის ვიცე-სპიკერ რუსუდან კერვალიშვილს სასამართლოში უჩივლეს. მოსარჩელეების თქმით, „ცენტრ პოინტის" ამხანაგობამ „სატივე 2000"-მა, რომლის თავმჯდომარე ვალდებულების აღების მომენტში რუსუდან კერვალიშვილი იყო, ბინა არ ჩააბარა.
ვიცე-სპიკერის ინტერესებს ადვოკატი დიმიტრი გაბუნია იცავს. ადვოკატმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განაცხადა, რომ რუსუდან კერვალიშვილი დამნაშავე არ არის და პასუხიც ამხანაგობის ძველ თავმჯდომარეს არ უნდა მოსთხოვონ.
მოპასუხე მხარე კომპანია და მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი პირი არიან და - არა რუსუდან კერვალიშვილი. სასამართლო ერთ თვეში გაიმართება და რუსუდან კერვალიშვილს ამ საქმეზე პასუხისმგებლობასაც მოუხსნიან, რადგან ის დამნაშავე არ არის" - განაცხადა გაბუნიამ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.