ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის რამინ მეჰმან ფარასტის განცხადებით, უახლოეს მომავალში, საქარათველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ოფიციალური ვიზიტით თეირანს ეწვევა.
"ჩენს ქვეყნებს შორის არსებობს ისტორიული კავშირი, ჩვენმა ურთიერთობამ რთული გზა გაიარა, მაგრამ სირთულეებისა და პრობლემების მიუხედავად, ეს ურთიერთობები დღემდე წარმატებულად ვითარდება", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, არსებული ურთიერთობების განვითარებისთვის აუცილებელია განვითარდეს თანამშროლობა სხვადადსხვა სფეროებში.
"უკვე არსებული ურთიერთობების განვითარებისთვის აუცილებელია განვავითაროთ ურთიერთობა პოლიტიკის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში", - განაცხადა მეჰმან ფარასტმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბილიკის ახალი ელჩი მაჯოდომ საბირომი მიიღო და მისი მეშვეობით თავისი ირანელი კოლეგა, მაჰმუდ აჰმადინეჯადი თბილისში მოიწვია.