ბათუმში საკრუიზო გემი "spirit of adventure" შევიდა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, თემურ დიასამიძემ განუცხადა გემი ბათუმში დღეს 07:00 საათზე შევიდა.
გემმა, ბათუმში, 400 ტურისტი შეიყვანა. დიასამიძის განცხადებით, გემი რუსეთის მხრიდან შევიდა და აჭარის დათვალიერების შემდეგ ტურისტები ბათუმიდან თურქეთში გაემგზავრებიან.
საკრუიზო გემი "spirit of adventure" ბათუმს დღესვე, 18:00 საათზე დატოვებს.
დიასამიძის განცხადებით, წელს ეს უკვე მეთერთმეტე საკრუიზო გემია. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, ნოემბერში აჭარაში კიდევ ორ საკრუიზო ხომალდს ელოდებიან.