სერგეი ბაღაფში აუცილებლად მიმართვას ეკვადორის პრეზიდენტს რაფაელ კორეას და მას აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას სთხოვს. ეს განცხადება სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ გააკეთა.
"ეს უახლოეს მომავალში მოხდება, იმ დროისათვის როდესაც ეკვადორის პრეზიდენტი რაფაელ კორეა თავის ქვეყანაში დაბრუნდება. მას აფხაზეთის წარმომადგენელი შეხვდება, რომელიც აფხაზეთის პრეზიდენტის მიმართვას გადასცემს, რომელშიც იქნება თხოვნა რათა ეკვადორმა აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი განიხილოს",_ აცხადებს სერგეი შამბა.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით აფხაზეთი მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.
"ეკვადორის გარდა ასევე ვაპირებთ ამ თხივნით მივმართოთ ბოლივარიული ალიანსის სხვა ქვეყნებსაც",_ აცხადებს სერგეი შამბა.
აღსანიშნავია, რომ ამავე შინაარსის განცხადების გაგზავნას ეკვადორის პრეზიდენტისათვის ოსი სეპარატისტებიც გეგმავენ.
შეგახსენებთ, რომ ეკვადორის პრეზიდენტმა რაფაელ კორეამ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუკი აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ეკვადორს დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით მიმართავენ, ეკვადორი მათ მიმართვებს "სრული სერიზულობის განიხილავს".