აქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მთავარი პოლიტიკური კაპიტალი სიმართლეა. ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა დღეს ავლაბრის რეზიდენციაში უმრავლესობასთან გამარულ შეხვედრაზე გააკეთა.
მისი თქმით, მთავარი პოლიტიკური კულტურა, რომელიც მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და პარტია "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაამკვიდრა საქართველოში, არის სიმართლის თქმის კულტურა.
"ყოველთვის ვამბობთ სიმართლეს, ან, როგორც მინიმუმ, არ ვამბობთ ტყუილს. ვერასოდეს ვერავინ ვერ უნდა აქციოს ტყუილი პოლიტიკის კეთების ინსტრუმენტად", _ განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ყველა ის ცვლილება, რომელსაც ეს პარტია ახორციელებს, უნდა იყოს შეუქცევადი და საქართველო გადარჩება.