"მას მერე, რაც პატრიარქს მიაყენეს შეურაცხყოფა, ველოდი, რომ კულტურის სფეროზე გადმოვიდოდნენ"- ამის შესახებ ოპერის მომღერალმა ლელი ჯაფარიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"დასის წასვლა დაახლოებით აგვისტოს წაგებული ომის ფასია. ვიცი, რა არის ოპერა და მისი შიდა სამზარეულო. დასის დაშლა შეიძლება ერთი ხელის მოსმით, მაგრამ მის აღდგენას წლები სჭირდება.," - განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე აზრით, ხელისუფლებას სურს რობიკო სტურუას წასვლა, რაც საქართველოს კულტურისათვის კატასტროფა იქნება.
"თბილისის თეატრი უოპეროდ წარმოუდგენელია. ხელისუფლებას სურს, რომ წკრიალაშვილმა და მისნაირმა მომღერლებმა დაიკავონ თეატრი. ეს არის შოუბიზნესი, რომელიც უნდა მოვიდეს ოპერაში, მე ასე მგონია." - განაცხადა ლელი ჯაფარიძემ.