"საბოლოო სტადიაში შედის საარჩევნო კამპანია. ჩვენ, როგორც ყველაზე კარგად ორგანიზებიულ და წამყვან პოლიტიკურ ძალას საქართველოში, გავაქვს ორმაგი პასუხისმგებლობა", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში უმრავლესობასთან გამართულ შეხვედრაზე.
მისი თქმით, მმართველი პარტიის ერთი პასუხისმგებლობა არის ის, რომ არსებული კურსი რეფორმებისა და აღმშენებლობის მიუხედავად ყველა სიძნელისა შეინარჩუნოს მაქსიმალურად და ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული საქმე.
"მეორე კი არის ის, რომ ეს არჩევნები სამაგალითოდ ჩატარდეს და ვერავინ ვერაფერზე ვერ მოგვდოს შარი და ვერ დავგვდოს საფუძვლიანი ბრალი. ამას როგორც შიდა პოლიტიკური, ისე საგარეო პოლიტიკური უსაფრთხებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს", _ განაცხადა სააკაშვილმა.