27-30 აპრილს, თბილისში პირველად მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის (WPA) რეგიონული კონფერენცია გაიმართება, რომლის მიზანია: ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის გამოწვევებისა და პრიორიტებების განსაზღვრა; პაციენტის ღირსებისა და უფლებების დაცვა, გენდერული პოლიტიკის შემუშავება, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და სათემო სერვისების განვითარების ხელშეწყობა.
კონფერენციას დაესწრება 30 ქვეყნის 400-მდე დელეგატი. კონფერენციაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ WPA-ს მოქმედი პრეზიდენტი, პროფესორი დინეშ ბუგრა, WPA-ს მომავალი პრეზიდენტი, პროფესორი ჰელენ ჰერმანი, მსოფლიოში აღიარებული ექსპერტები მეცნიერული, კლინიკური და ფსიქიკური ჯანდაცვის პოლიტიკის დარგში.
კონფერენცია ხელს შეუწყობს ქართველ და უცხოელ ფსიქიატრებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას, ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებას.
კონფერენციის ფარგლებში, გაიმართება საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების ყრილობა, ხელი მოეწერება ფსიქიატრთა ეთიკური კულტურის ბაზისურ კოდექსს.
კონფერენცია 27 აპრილს, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში 18:00 საათზე გაიხსნება.