უკრაინამ ონლაინ-გაყიდვების უმსხვილესი რუსული კომპანია Wildberries-ის 10 უდიდესი ლოგისტიკური ცენტრიდან 7 მწყობრიდან გამოიყვანა, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
უწყების ცნობით, 16 აგვისტოს ღამით მოსკოვის ოლქზე განხორციელებული მასშტაბური დრონების თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეწყვიტა ინდუსტრიულ პარკ „კოლედინოში“ მდებარე Wildberries-ის ლოგისტიკურმა ცენტრმა.
უწყების ინფორმაციით, ეს კომპანიის ფართობით ყველაზე დიდი საწყობი იყო - დაახლოებით 250 ათასი კვადრატული მეტრი.
ღამის თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეწყვიტა ასევე დომოდედოვოში მდებარე საწყობმა.
როგორც ცნობილია, "კოლედინოში" Wildberries-ის საწყობზე თავდასხმის შედეგად მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ობიექტზე დარტყმა რუსეთის ხელისუფლებამაც დაადასტურა.