ავლაბარში, პრეზიდენტის რეზიდენციაში, საქართველოს პრეზიდენტისა და უმრავლესობის გაფართოებული შემადგენლობის შეხვედრა მიმდინარეობს. აღნიშნულ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ აუცილებელია სამაგალითოდ ჩატარდეს ადგილობრივი არჩევნები, ვინაიდან ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. პრეზიდენტმა მოუწოდა პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საარჩევნო პროცესს.
სააკაშვილმა ასევე ისაუბრა ზოგი ოპოზიციონერის წინასაარჩევნო დაპირებაზე. მან აღნიშნა, რომ ბევრი ოპოზიციონერი ტყუილ დაპირებას იძლევა, ხოლო რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, მისი პოლიტიკური კაპიტალი სიმართლეა.