თბილისის მერობის "ეროვნული საბჭოს" კანდიდატ ზვიად ძიძიგურის ინფორმაციით, ფრანგულ კომპანია CSA-ს, რომელმაც არჩევნების თემატიკაზე თბილისში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა, "სინამდვილეში სოციოლოგიურ კვლევასთან არანაირი კავშირი არ აქვს".
"კონსერვატიულმა პარტიამ ინტერნეტსივრცეში აღნიშნულ ორგანიზაციაზე ინფორმაცია მოიძია. აღმოჩნდა, რომ საფრანგეთში მართლაც არის მსგავსი სახელმწიფო ორგანიზაცია CSA (Consiel superieur de l' audiovisuel), რომელიც საფრანგეთის ტერიტორიაზე ტელე- და რადიომაუწყებლობის ლიცენზიებს გასცემს, თუმცა მას სოციოლოგიურ კვლევებთან არანაირი კავშირი არ აქვთ", - განაცხადა ძიძიგურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ძიძიგური ხელისუფლებას და ქართულ ტელეარხებს "რუსთავი 2"-სა და "იმედს", რომლეთა დაკვეთითაც ჩატარდა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, სიცრუეში ადანაშაულებს, კვლევის შედეგებს კი "სერიოზული ეჭვის ქვეშ" აყენებს.