ჩრდილოეთ ოსეთისა და ჩეჩნეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე, მოზდოკის რაიონში, დღეს დილით ოთხმა უცნობმა პირმა მილიციის საგუშაგო დაცხრილა. თავდასხმის შედეგად მილიციის ერთი თანამშრომელი დაიღუპა, ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ ოსეთის შს სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად გარდა ერთი გარდაცვლილისა, მილიციის კიდევ ერთი თანამშრომელი და ერთი სამოქალაქო პირი დაიჭრა.
მასალის გამოყენების პირობები