საქართველოში 21 მაისი უკანონო პატიმრების სოლოდარობის დღედ გამოცხადდება. ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" დამფუძნებელმა ეკა ბესელიამ პარლამენტის შენობის წინ გამართულ მიტინგზე განაცხადა.
"ჩვენი ინიციატივაა, რომ 21 მაისი სააკაშვილის რეჟიმის პირობებში გამოცხადდეს უკანონო პატიმრების სოლიდარობის დღედ. იმედი მაქვს, რომ მას შემდეგ, რაც ეს რეჟიმი შეიცვლება, საქართველოში ამ დღის აღნიშვნა აღარ მოგვიწევს, რადგან ჩვენს ქვეყანაში უკანონო და პოლიტპატიმრები აღარ იქნებიან", - განმარტა ბესელიამ.