საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა "ჩელენჯ ტროფის" 2009-2010 წლის გათამაშება დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო. მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში მიმდინარე ტურნირის პირველ ტურში, სადაც სულ ევროპის 8 ნაკრები თამაშობს ქართველმა ხელბურთელებმა აზერბაიჯანის ნაკრები 41:23 დაამარცხეს.
პირველი ტაიმი საქართველომ 23:11 მოიგო და საბოლოო გამარჯვებაც აღარ გასჭირვებია. ქართველთა მხრიდან 10-10 ბურთის მაკედონიასა და სლოვენიაში მოთამაშე ლეგიონერებმა - რევაზ ჭანტურიამ და სერგო დათუკაშვილმა (ფოტოზე) გაიტანეს.
A ჯგუფის მეორე შეხვედრაში "ჩელენჯ ტროფის" მასპინძელმა მოლდოვამ სომხეთის ნაკრები 46:15 გაანადგურა. 31 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები, რომელსაც მერაბ მეტრეველი წვრთნის სომხეთს გაეჯიბრება, 1 ნოემბერს კი გადამწყვეტ მატჩში მოლდოვას დავუპირისპირდებით.
შეგახსენებთ, რომ A ჯგუფის გამარჯვებული "ჩელენჯ ტროფის" ფინალურ მატჩში B ჯგუფის საუკეთესო ნაკრებს შეხვდება. ფინალი 2010 წლის 23 იანვარს ავსტრიის ქალაქ ლინცში ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას შედგება. საქართველოს ნაკრები "ჩელენჯ ტროფის" მოქმედი ჩემპიონია.
"ჩელენჯ ტროფი 2009-2010"A ჯგუფისაქართველო - მოლდოვა 41:23 (23:11)საქართველო: ჭანტურია (10 გოლი), დათუკაშვილი (10), რუსია (5), მსხვილაძე (4), ჩიქოვანი (3), მაისურაძე (3), კალანდაძე (2), კირილოვი (2), ტალახაძე (2), ქარდავა, ყიფიანი, კობახიძე, თევზაძე, ტორონჯაძე.
მოლდოვა - სომხეთი 46:15