"ალიანსი საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ ორხევში სოციალურად დაუცველ და დევნილ მოსახლეობას შეხვდა.
"აქ ადამიანებს ძალიან უჭირთ და არავის სცხელა გართობისთვის. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მერს აქვს საკუთარი ბიუჯეტი, საიდანაც სწორედ ასეთ შემთხვევებზე უნდა იხარჯებოდეს თანხები, თუმცა ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ მერი რეალურად არავის ეხმარება", - განაცხადა ალასანიამ.
დღესვე ირაკლი ალასანია ლილოს მოსახლეობას შეხვდა, სადაც აღნიშნა, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ლილოში ნაგავსაყრელის მშენებლობასთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.
"უახლეს პერიოდში მოსახლეობასთან ერთად შეგვაქვს სარჩელი. თქვენ იცით, რომ მერიამ, აბსოლუტურად საიდუმლოდ გადაწყვიტა ნაგავსაყრელის დიდი ლილოს ტერიტორიაზე გადმოტანა. პრაქტიკულად, წაართვა ადამიანებს კერძო საკუთრება და მათ პასუხსაც არავინ სცემს", - აღნიშნა ალასანიამ.