"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ზაალ სამადაშვილი ამომრჩეველს ავლაბარში შეხვდა.
ფოსტის ქუჩის მოსახლეობასთან შეხვედრაზე სამადაშვილი ადგილობრივებს ავარიული შენობების შეკეთებას, შიდა გზების და დასაქმების პრობლემების მოგვარებას დაპირდა.
ამასთან, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა განმარტა, მისი მთავარი პრიორიტეტი პროექტის "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის" გაგრძელება იქნება.