"ეროვნული სკრინინგ ცენტრის" ვარკეთილის ფილიალს პოლონეთის ტრაგიკულად დაღუპული პირველი ლედის სახელი ეწოდა.
მარია კაჩინსკას მემორიალი საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა პოლონეთის ელჩ ურშულა დოროშევსკასთან ერთად გახსნა.
პოლონეთის მთავრობა და პოლონეთის საელჩო საქართველოში სკრინინგ ცენტრთან ინტენსიურად თანამშრომლობს. ცენტრის განვითრებასა და აღჭურვაში პოლონეთის გარდაცვლილი პირველი ლედიც აქტიურად იყო ჩართული.
დღესვე პოლონეთის მთავრობისგან "სკრინინგ ცენტრს" აქსესუარები გადაეცა, რომელიც ქირურგიული ჩარევის შემდგომი რეაბილიტაციისთვის არის აუცილებელი.