"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" ჩუღურეთში საჭიდაო დარბაზის გასხვისებას აპროტესტებენ.
როგორც დღეს მოძრაობის ჩუღურეთის მაჟორიტარმა კანდიდატებმა კახა ბასილიამ და ვალერი შალიკაშვილმა განცხადეს, ჩუბინაშვილის და კლდიაშვილის ქუჩაზე მდებარე საჭიდაო დარბაზი, რომელიც ჭიდაობის ფედერაციას ეკუთვნის ფარულად ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ შეიძინა.
დღესვე "ქრისტიან-დემოკრატების" მაჟორიტარი კანდიდატები საქველმოქმედო ფონდის შექმნის ინიციატივით გამოვიდნენ, რომლში შესული თანხითაც საჭიდაო დარბაზის გამოსყიდვა მოხდება.