დღეს ლონდონში საქართველოს საელჩოში გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე ნალბანდოვსა და ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს რიკ უელსს შორის.
როგორც საგარეო საქმეთა პრესსამსახური იუწყება, შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ავსტრალიას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხები.
ავსტრალიის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა.
შეხვედრის დროს მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა იმუშაონ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მიზნით.