ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი გიორგი თარგამაძე ბორჯომის კულტურის სახლში მოსახლეობას შეხვდა, სადაც ბორჯომელებმა მთავარ პრობლემად ტყით სარგებლობისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხები დააყენეს.
როგორც თარგამაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, ხელისუფლება სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას ამ საკითხების მოწესრიგებას ყველა არჩევნების წინ პირდება, მაგრამ არჩევნების შემდეგ დაპირება ავიწყდება.
ამასთან, "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა ბორჯომის მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.
ამასთან, დღესვე მოძრაობის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ინგა გრიგოლია გლდანის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა, ხოლო მთაწმინდის მაჟორიტარ კანდიდატმა თამთა დემურიშვილმა ვილნიუსის ბარში უნარშეზღუდულ მოსახლეობას შეხვდა და საარჩევნო პროგრამის ის ნაწილი გააცნო, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფასო სამედიცინო მომსახურებას და კომუნალური გადასახადებისგან განთავისუფლებას ითვალისწინებს.