ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ "ეროვნული საბჭოსა" და "ეროვნული ფორუმის" საჩივრები არ დააკმაყოფილა.
საჩივრები ცესკომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა და აღნიშნულის მიზეზად "არასაკმარისი მტკიცებულებები" დაასახელა.
ერთი საჩივარი "ნაციონალური მოძრაობის" დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შესაბამისი რეგისტრაციიდან მოხსნას, მეორე კი ამავე რაიონის საარჩევნო ოლქის წევრების გათავისუფლებას შეეხებოდა.
ცესკოს თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, საკითხს "დამატებით შეისწავლის".
გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე ცესკომ საოლქო საარჩევნო კომისიისათვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის და ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა.
კომისიამ ასევე 2010 წლის 30 მაისის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრაციაში გაატარა, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია "საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭო".